↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმაში არაგვზე

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6048 ნახვა

—
გაწვიმდა. ქარმა დაკეცილი ფრთები გაშალა,ნისლებს ხახაში ჩაეშრიტა ცხელი მზის ალი,ძილმორეულმა წყარომ, ტყისპირს ძარღვებდამშრალმაისევ სიმღერა წამოიწყო ნამაისარი.
გაწვიმდა. ერთურთს ეხვევიან ტოტები ხეთა,ვერხვთა შრიალზე დამღერიან არაგვის ზვირთნიღვართქაფ-გადავლილ ქარაფებზე შურთხები სხედანდა ხეზე ობლად დარჩენილი კანკალებს ფითრი...
გაწვიმდა. ნისლმა ჩასასვლელი ჩარაზა სანეს,არწივნი მისხდნენ, ზეიმი აქვთ ჩხიკვებს და ყორნებს;ჭალები ცხარედ ახორხოცდნენ არაგვისანიდა ნასოფლარში კიდევ ერთი ინგრევა ყორე
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი