პოეზია · ლირიკა
* * * "მივჩერებივარ ცას უნებურად"
მივჩერებივარ ცას უნებურად,თაღებს ღრუბელთა ჯარი აწყდება,ვთვლი ჩემს ცხოვრებას დასრულებულად,ამ დღეს - სიცოცხლის ახალ დაწყებად.
ბრძოლის დღეებზე მკაცრი გუმანიჩემს წინ იმედის ცეცხლად იბნევა,ნუ მესიტყვებით!ვარ უჩუმარი!საუკუნესთან მაქვს შეჯიბრება.