↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღარ მწერ წერილს

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6054 ნახვა

—
აღარ მწერ წერილს,ჩვენი ქუჩის გახდი სტუმარი,სადღაც მთა-გორებს მიეფარესაღამოს მზისებრ.
აღარ მწერ წერილს,გამიქარწყლე ყველა გუმანი,მაგრამ მე მაინც დაგეძებ დამიყვარხარ ისევ!
აღარ მწერ წერილს,განშორების იდუმალ ხმაზე,აორთქლდი, როგორც მზემოხვედრილფოთლიდან ნამი.
დავდივარ, ვწუხვარ...და დღეები მიდიან ასე,ჩემი წუხილიც, სიხარულიც,შეგარგოს, ამინ!
აღარ მწერ წერილს,აღუკვეთე გზა ჩემკენ ალერსსდა გული რაღაც უჩვეულოსენად იწურვის,
დრო საბოლოო განშორებისდადგება მალე...მე არ გაყვედრი არც სიყვარულსდა არც სიძულვილს.
აღარ მწერ წერილს,დამივიწყე ალბათ სრულიად,სადღაც მთა-გორებს მიეფარესაღამოს მზისებრ.
ო, შენზე ფიქრიკვლავ ტკბილი და უსასრულოა,ალბათ ამიტომ დაგეძებ დამიყვარხარ ისევ!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი