↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღარ მივყვები

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6061 ნახვა

—
აღარ მივყვები ბილიკს ფშავისკენ,ქალავ ორწყალში გიცდი აღარა;მე სიყვარულის სევდით ავივსე,მე სიყვარულზე დარდმა დამღალა.
აღარ ვდარაჯობ შენს ცივ ფანჯარას,ბაბუას ჩივილიუკვე ვამთავრებ ყოველგვარ დავასგულში იმდენი დარდი დახვავდა,მამა გამხდარა ძალიან ავადგუშინ გვამცნობა მისმა ქაღალდმა.
ბევრი იფიქრა,ბევრი ინანაწამლავდნენ ბევრი დღენი.ღამენი,ვეღარ გაუძლო ამდენ ჭირ-ვარამსდა შეეყარა ფილტვის მჭამელი.
შვილების ბედი აწუხებს დედასგასაზრდელი ჰყავს ოთხი ქალ-ვაჟი,რას იზამს,ასე არგუნა ბედმარუდუნებს ქარში,დარში,გვალვაში.
ცხოვრება მისთვის თითქმის გაძნელდა,გულზე აყრია ცხელი ღადარი.ბევრჯერ შესტირეს ერთურთს და-ძმებმა:მამა რა იქნა,მამა სად არი!
ის კი გამხდარა ძალიან ავად,ცნობაა მგონი არ გადარჩენის....მაინც საწუთროს ბოლომდე გავალთსამნი-მე,მამადა პაპაჩემი.
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი