↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხული ჩარგალთან

არაბული მინდია

2017-06-121 წთ საკითხავი6047 ნახვა

—
იქ, სადაც არაგვს ჩარგლულა ერთვის,შველი ბღავის და ეძახის დობილს,ვაჟას ეზოში ბალახობს ერთი,მეორე ვაჟას ხმაურზე მორბის.კლდეებს ადნება ყინული სისვი,კინჭუხზე სძინავთ ნაზამთრალ სვავებს;ვაჟაის წყალთან ხორხოცი ისმის,დევები ვეძას პეშვებით სვამენ.არაგვი ბორგავს შმაგად, მრისხანედ,ბექებს აწყდება მთვრალი კაცივით,ხევებზე მოდის დილა სისხამი,მწვანედ ირთვება ჭალა ნაწვიმი.გაიელვებს და ცის დაქუხებასშეებანება ჭაუხთა ექო,ტოტებგანიერ ბებერ მუხებთანვაჟა `ბახტრიონს~ უკითხავს ფეხონს.მზე მაინც ატანს ღრუბლების სისქეს,ფშანში ვარდება ჯურხას ფარივით,გზები გავიდა ბარისკენ, მთისკენ,აშრა, ამწვანდა ხომი, თვალივი.მთები გულმკერდზე ყვავილს ისხამენ,ზამთარში კვდება თოვლიან ბექზედა ენძელები ყოველ სისხამზევაჟას ფანდურზე მღერიან ლექსებს.
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი