↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზაზე

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6059 ნახვა

—
ყველას თავისი დარდი აქვს,ყველა თავისთვის წვალობს,ზოგი ცხოვრებამ გალეწა,ზოგმა-ცხოვრების კალო!
ზოგი კი ამ წუთისოფლისორომტრიალში ვერ სძლებს,აქვს უხალისო გული დაადრე ეშვება ფსკერზე.
წუთისოფელი წუთია,ვამბობ ათასჯერ ნათქვამს,უფრო ბევრი ჰყავს მგმობელი,ულმობელია რადგან.
ერთხელ თუ ხელი დაგრია,მასხრად აგიგდებს მუდამ,მის ოღროჩოღგო ხახაშიგადაიჩეხო უნდა!
ბევრს ნაადრევად წააქცევს,ბევრს დაანარცხებს გვიან,ამ წუთისოფელს მუხთალისწორედ ამიტომ ჰქვია!
ზოგს უალერსებს,ზოგი კიშორს გარიყული წვალობს...ეჰ,მაინც ვერვინ გალეწაბოლომდე მისი კალო!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი