↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ იცის

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6046 ნახვა

—
ვინ იცის,ახლა ჩვენს ჭერხოში რა ქოთქოთია,შემზარავი და ველურობის რაღაც მაგვარი,საღვთო აქვს ჩემი დაბრუნების ხვთისოთ თოთიას..და სტუმატ სოფლელს გულს უღადავს წინწანაქარი.
ვინ იცის,ახლა მოხუცები ფეხონში სხედან,და,როგორც მამცდარს,არ მახსენებს არავინ კაცად,ხუცესმა კიდევ შემახცეწა ადგილის დედასდა სადობილო მაუხსენა ჩემს დედინაცვალს.
ვინ იცის,ახლა ჯვარში ხსნიან ლუდიან კოდებს,წირვა იქნება,გაიყვანენხვალის სწორს მარხვას...ვინ იცის,ტახტზე მომაკვდავი ბაბუა გოდებსდა შვილიშვილის ენატრება საცოდავს ნახვა..
ჰგონის წყალში გადავყარე ყველა სიკეთე,რომ არ დავსჯერდი მის რჩევას და დავტოვე ურჩმა,ვინ იცის,ახლა ჩემს მეზობელს მგელას იკვეთენმისდია მტერს და ვერ მოსჭრა მარჯვენა დუშმანს.
ვინნ იხის,ზოგი ჩემს საქციელს იქნებ არც სწუნობს,ზოგს კიმ იქნება აღარცა აქვს იმედი ჩემი;ვინ იცის,უკვე გამოვთოვე მე სადსტურო,გამოიყვანეს პირქუში და მარისხებს თემი...
ვინ იცის,ახლა ჩვენს ჭერხოში რა ქოთქოთია,შემზარავი და ველურობის რაღაც მაგვარი,საღვთო აქვს ჩემი დაბრუნების ხვთისოთ თოთიას..და სტუმატ სოფლელს გულს უღადავს წინწანაქარი.
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი