პოეზია · ლირიკა
გავყვები შარას
ახლა წავალ და დავბრუნდები თუარ დავბრუნდები, ღმერთმა იცოდეს,გავყვები შარას ნისლით შებინდულს,ხელთა ფათურით სადმე ვიცოცებ.მე შეცოდებას არვინ შემინდობსარც უცხო და არც თავისიანი,როცა ჩავუვლი დამწვარ ველ-მინდორსჩემი ლურჯაის ნალთა წკრიალით.ვერვინ გაიგებს, მე რა კაცი ვარ,გული რანაირ ფიქრებს ინახავს,გულს რანაირი ცეცხლი დასცვივა,ორივე თვალით ვინ დაინახავს?ვინ მოვა ჩემთან ძველი გულტკენითგადაუბირებ ვაჟ-დარბაისლად,ბოლო გასასვლელს რომ გავუდგები,ცივ წამწამებზე ცრემლს ვინ აისხამს?ნელა მივყვები გზას დაღმართიანს,მტკივა გული და ეჰ, ვინ რა იცის,შიგ რა უქრობი ცეცხლი ანთია,რა დიდია და არარაისი!