↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძახილი

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6685 ნახვა

—
მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამ წყება...მარგალიტები, იაგუნდები...არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!არ დაბრუნდები?თერთ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,სევდიანია ღამე მძინარე;ნუ თუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სატუთ ცოლზე?არავინ არი!..ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილსყვითელს, დახეულს...სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,ჩემს დამწვარ სხეულს,შენ რო გიყვარდა...მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი,ნუ გვიანდები.არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისასთეთრი მკლავებით.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი