პოეზია · ლირიკა
გაზაფხული
ჩუმად გამოჩნდა აივნის კართანდა ყვავილები მოფინა ხეებს,მზით გაალული პატარა კალთაგადააფარა სუსხიან ტყეებს.ცეცხლანთებული როცა მოკეცაელვების ფარჩა და გაქრა წამსვეცისარტყელებით მოქარგა ზეცაჭექა-ქუხილის სიმღერით სავსე.ველზე ყვავილთა ზვირთებში ვუმზერროდესაც დილამ გაჰფანტა ნისლი,ანთებულ ცისკრის ლურჯ აბრეშუმზეიისფერ სხივებს შორიდან ისვრის.ჩუმად გამოჩნდა აივნის კართანდა ყვავილები მოჰფინა ხეებს,მზით გაალული პატარა კალთაგადააფარა სუსხიან ტყეებს.