პოეზია · ლირიკა
"ღმერთო, ღმერთო"
ცრემლის ცხარე ნაკადული, გულში სევდა ჩაქარგული,უიმედო სიყვარული – არ მშორდება, სულ თან დამდევს...სულის ლტოლვა სწრაფად ქრება, ჩემი ვარდი ნორჩათ ჭკნება...ვაგლახ!... რაღა მეშველება? ვინ მომისპობს მწამლავ დარდებს...
ბედო რისთვის გამაწამე? გული ვერსად დავიამე...ირგვლივ მეფობს ბნელი ღამე, - არსად მოჩანს შუქი მზისა...ძილი ეტრფის ჩემს ქვეყანას – და სიკვდილიც გალობს ნანას...ხელთ უპყრია შავ სატანას საიდუმლო სიცოცხლისა!