პოეზია · ლირიკა
დილა
ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე;დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად;ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდესდანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება!
საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარადა ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად.
მაგრამ უეცრად შემოისმა მათი ჟრარუნიტყეში, ბალახში, ეს ხმაური სიომ დაბადა,იგი მდინარის სარკეზეა გადაღვარულიდა მცურავ იხვებს უშხაპუნებს ხმები საფანტად.
კლდის ნაპრალები გაღვიძებას ჩუმად ელიანმყვინთავებივით ფერდობებზე მუხები ჩანან _რადგან ჰაერის ელვარება ისე სქელიარომ დიდ მდინარეს ემატება ზეციურ ფშანად.
მაგრამ ისევე შეიცვალა ბუნება რადგანსხვა სიხარულმა დაკვირვება აღარ მადროვა:როცა ყანაში მთესავების ნადური ჩადგადა გადმოგორდა ნესტიანი ბელტების გროვა.