↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამაღამ მგონი იქნება ქარი

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6674 ნახვა

—
ამაღამ მგონი იქნება ქარი,ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი,დაღონებული წავიდა ქმარიდა დაბრუნდება დილაზე მთვრალი.
დიდი ხანია ამ ბუხრის ალში,ტკივილით იწვის ჩემი ოცნება,ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში,ჩემი ცოდვილი პატიოსნება.
ალბათ მოყვება მას სავარცხელი,უფრო უბედურ ჩემი მეტოქის,მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი,ჩემი ფერადი სპარსული დოქის!
ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო,(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში),ღვინით გასვრილი მისი საყელო,გადავარდება მყუდრო კუთხეში.
ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე.რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია,დაეძინება მას ჩემზე ადრე.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი