↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალი არსენიშვილს

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6666 ნახვა

—
გაცოცხლდა შენი უცნაურობა,გადაქცეულო მარჯნების ხვხვად;და რჩება ჩვენი მოგზაურობასიკვდილის დღისთვის შესანახავად.ჰფანტავდა კვამლსა მატარებელი,აყვავებული ტყემლის რტოებად;შენი სიტყვები უდარებელიუკან მისდევდა ქარს ლევკოებად.და ტოგამოხსნილს მაინც დაგშვენდაშენ რეტიანი ლექსით ბარბაცი;და მოდიოდი, ძვირფასო, ჩვენთან,ვით ლოენგრინი და ჯარისკაცი.ჩვენ ძირს გვეფინა გამხმარი თივადა გვინათებდნენ თავს გვირგვინები;გვეზმანებოდა ლედი გოდივაქრისტეს მოახლით შენაგინები.უღელტეხილზე მაშინ დაბინდდა,მზე დაიმალა, როგორც ყაჩაღი,ჩვენ აფთიაქმა, მძინარ დაბიდანგამოგვატანა ბოდლერის ბაღი.მრავალ წარსულით მთვრალი ,,მერეთი”გარს გვეხვეოდა ლექსი ხროებად,გვეჩვენებოდა ეს იმერეთიარაბულ ზღაპრის დაბოლოებად.თითქოს უეცრად შენ გაგარეტანერონის ხმებმა ცეცხლიან ქარში;თითქოს ორღანომ ხმა გაიმეტაკათოლიკების წმინდა ტაძარში;თითქოს ამალით შეგვხვდა ყეენი,ან იგერებდი შენ მზის ნატეხებსდა ან თვით იდა რუბინშტეენიგაბანიებდა დაღალულ ფეხებს.უცბად იროდის გამოჩნდა ტახტიდა სალომაეს მოგესმა ფიცი –მერე უეცარ მოწამედ გახდიროგორ კვდებოდა დანიის პრინცი.უკანასკნელად გაჩნდა ბრომელიმწვანე ცილინდრით, თვალ ნისლიანი,შევხვდით სამება დაუდგრომელიალი, პაოლო და ტიციანი.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი