↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ იღიღინებს?

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3065 ნახვა

—
ქალაქს თავლაში სძინავს, საუკუნეა,ორთოდოქსებს ხომ ძალიან უნდათძილში არაფერი დაესიზმროთ.რატომღაც, აქ როცა წვიმს,ფანჯრის მინები ტალახდება.და თმის დაცვენიდანემოციების შადრევნებამდეასკდებიან ჩვენს გაშიშვლებულ მხურვალებასკალენდარული თვე და დღეები.
თუმც დილა იდგა ხეობის კართან,მაინც ღამესავით გავიარე დაბადებაშეყრილმავიწრო წუთისოფელი.არ გამოვიდა წერილი_ვერ შევალამაზე სიტყვების საფრენი ბილიკები,ზოგმა კი თავისი უხეში“საფრენი ხომალდი” აფრინა ზეცაშიდა დაუჯდომლების ალილუიამოარგო თავისავე სიბეცეს.არადა სოფელში ხელოვნებამდე აჰყავთბუხრის დანთებაც კი,ალბათ იმიტომაც უერთდებაასე მსუბუქად და პოეტურად,საკვამურიდან ამოსული ცეცხლის სული-კვამლი,ზეცას და გარემოს.
მთელი ჩვენი ცხოვრება,თითქოს, ვიღაც ბიუროკრატის კაბინეტის კარის წინგრძელ რიგში დგომაა_აქ საბავშვო სიმღერებს მელოდიის თანხლებითვინ იმღერებს?ვინ იღიღინებს?..არსებობენ ყალიონის ამონასუნთქვით გარუჯულები_აზრის თაყვანისმცემელები და დამფასებლები,რომლებიც ფხიზლობენ,როცა ქალაქს თავლაში ძინავს,საუკუნეა!
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი