პოეზია · ლირიკა
თვალების დახუჭვამდე
ვეძებე დიდ ხანს,უსულო კი არა,უხილავი გადაფრენა -ზედმეტი, მაგრამ მსუბუქი და ასატანი,სიმსუბუქე წონის უარმყოფელი,გრძნობა ქვაზე დასახლებულიდა აღმაფრენა,რომელსაც ბადალი არ ჰყავს,ბრმების თავდაყირა სიმღერასავითყურებზე მოსიარულედა ხსოვნა,როგორც თაროზე ჩამომჯდარიბავშვობის წიგნი.კი არ ვიპოვე,შემომეფეთა გაზაფხულის ამინდისავით,ვეძებდი ჩემ სულს,ჩემში შიგნით ვიკარგებოდიდა სიტყვათა ალიაქოთში ჩაძირულს,თავზე მედგა გაურკვევლობაკრულვის სახითდა უკუნეთი ხმაურით სავსე.იარაღში სევდის ტყვიები მედო,მხარზე ტკივილის მასრებითგადაკიდებული მივაბიჯებდიწარმოსახული სოფლებისა და ქალაქებისარაკეთილმოსურნე გზებზე,ქუჩებსა და ზღვებზე.იყო შეხვედრის მოლოდინიდა ყოველი შეხვედრის სხვაობა,გამოთვლილი ღიმილები,სუნთქვაში გაპარული ოხვრადა ზმნების სიმრავლე,და ზმნების გაქანება,როგორც გაჭენებულზე შემხტარი სიტყვადა რეაქცია სხვის ნათქვამ სიტყვებზე.მეზობლად დასახლდნენგამოფიტული ბედნიერებით აღტკინებულნი,ლიანდაგების ხმაურით სავსენი,დავარცხნილი აზრების ფრქვევის ოსტატებიდა სარკესა და სასმისებში ხშირად არეკლილნი-ხოლო ჭეშმარიტი სიმართლის მთქმელიმხოლოდ წყაროა და მდინარე!ვინაღვლე, რადგანყველა ჩიტი გაფრენილა ჩემი მკერდიდან,ბუდეს აღარ დაბრუნდებიან,დამოგზაურობს მათი ჩრდილი უკაცრიელ კუნძულებზედა ჭირს შეჩვეულიამ ტკივილსაც არად დაგიდევ ...შემომხედე, ასეთიც გიყვარდედა დამიმახსოვრე,დამიმახსოვრე რადგანხვალ ასეთიც აღარ ვიქნებიდა მზერა ღვთისაც არ გამაწითლებს,თუ გამაშიშვლებთუკუნეთი ღამეა ჩემი სხეულიდა ვარსკვლავები აქ არ სახლობენ.ბნელთა ტარიგს ვიყოფ,ვუწვები სამხედრო აღლუმებსდა არა ღრუბელთა;ან ფშატთა;ან უხილავ გადამფრენთა.დიდ ხანს ვეძებედა მიუხედავად აღმოჩენისათუ შემოფეთების,წამოდგომას ვლამობსაკუთარი სისხლის გუბიდან,აქ ჰაერს ქვიშა ურევიადა ვიხედები სიბნელისაგან უკურნებელიბაღდადის ქუჩებში,იქნებ, მშველელი გამოჩნდეს,გამოჩნდეს ვისაც ჩემს სიზმრებს მოვუყვები,ჩავხედავ თვალებში სიცოცხლის დასანახად,დედად წარმოვიდგენდა გავანდობ ოცნებას შინ დაბრუნების.უნატიფესი გრძნობის ლოდინს შეჩვეულიდა შეგუებული,თვალებს დავხუჭავ დაგადავაჯიბებ წარმოსახული სოფლებისადა ქალაქებისარაკეთილმოსურნე გზებს,ქუჩებსა დაზღვებს...