↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბესლანის ბავშვები

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3067 ნახვა

—
შვილებს
დღეს პირველი სექტემბერია დაისეთი ბუნებრივი,როგორც მზის ჩასვლა და ამოსვლა,ყვავილების გაშლა და ჭკნობა,გახსნილი ჭრილობების შეხორცებადა როგორც სიკვდილი.ეს სკოლის ზარი არ არის,ეკლესიის ზარებია,დედებმა გაგვაღვიძეს ზაფხულის თამაშებიდან,ხელი კი მამებმა ჩაგვჭიდეს ისე მკაცრად დაისე ამაყად როგორც არასდროს.სამსახურიდან ბაზარში მოსიარულე მამებმა,დამძიმებული ჩანთებითა დათავში ათასგვარი ფიქრით და ხარახურით.დავტოვეთ საწოლებზე ღიმილმიმჭკნარი სათამაშოები,ფანჯრებში პატარა დები და ძმები,ბებიები რომლებმაც თმები დაგგვარცხნეს დაშინიდან გამოსვლისას პირჯვარი გადაგვსახეს,ღმერთან ან ჩვენს პირველ მასწავლებელთან შესახვედრად.აი, ჩვენი ცარიელი და მდუმარე რვეულები,აი, ჩვენი გადაუშლელი წიგნები და გაუცოცხლებელი ილუსტარციები,წითელი კალმები სიმკაცრეს რომ ინარჩუნებენ და ვერ გამოხატავენ,ჟურნალიდან ამოკითხული სია პასუხების გარეშე,უფუნქციო მერხები დაშავად გადაღებილი დაფები,რომლებზეც ჩვენი პირველი და მოკლე ისტორია დაიწერა.აი, ჩვენი ყვავილები თქვენთვის ვისაცცხოვრების სიბრძნის კარი უნდა გაგეღოთ ჩვენთვის,ყვავილებმა ხომ უკეთ მოირგეს ბედისწერა.ჯერ კიდევ მსუბუქი ჩანთებიჯვრებად მოკიდებული ჩვენს სუსტ მხრებზე დათეთრი პერანგები -როგორც ზვარაკები უკანასკნელი გაკვეთილის გზაზე.ასე ხშირად ნუ გასცქერით გზას,ჩვენ იქიდან არ ვბრუნდებით,ზაფხულის თამაშები გავაგრძელეთ დაპირველი სექტემბრის უკან ვიმალებით.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი