პოეზია · ლირიკა
აბუდელაურის ტბა
დიანა ანფიმიადის
ახალი ნავით მოადექი მშობლიურ ნაპირებს,მშობლიურ ნაპირებს _წინაპართა საფლავებით მძიმეს და მსუბუქს,მსუბუქს,რადგანაც გულზე მსუბუქად დაეყარათ მშობელი მიწამაგ შენს წინაპრებს.საიდან მოგაქვს ეს ხმები,ეს ჰანგები?რომელი გზებით მოაღწიე,მოაღწიე რომელი გზებით?საიდან მოგაქვს ეს ვარამი,ეს დარდობანი _რომელი ზღვებით მოადექი,რომელი ზღვებით?რაღაცას ვეძებ შენს თვალებში,თუმცა ვერაფერს ვერ ჩავეჭიდე,ვეძებ ახლობელს შენს ხასიათში,თუმცა ვერაფრით ვეღარ ვმშვიდდები.თეთრ აფრებს ვღებავ შავი მელნით,თეთრი თითებით,ამ აფრებითვე აღვიმართები,აღვიმართები ჩვენი გზნებით,გზების დიდებით,ამ აფრებითვე აღვიმართები.იალქნები მაქვს მაღლები და თვალუწვდენელი,ყოველი გზებით,ყოველი ზღვებით . . .საიდან მოგაქვს ეს ჰანგები,ასეთი ხმები?საიდან მოგაქვს _რომელი გზებით?