↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტობიოგრაფია

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-182 წთ საკითხავი3064 ნახვა

—
წვიმიანი ქალაქის არეული ფიქრები,ჩვენს გაცოცხლებულ სიზმრების ბაღებსდაულაგებელი ოცნებებითა დასევდის ცრემლით გვინამავს.საით მივყავართ არგათქმის ხეივანს,რომელი საიდუმლო სიმღერა წაგვიძღვებამოხუცებულთა თვალების თეატრისკენ?ვინ ჩამოივლის შემოდგომის ხასიათითდა წყეული თებერვლის მისამართს,ვინ მიაწერს ჩვენს ბიოგრაფიებს?
ჩვენ ვხედავდით მთვარის ლაქებს;იერუსალიმის წუხილსდა ვივსებოდით სიღრმეებიდან ამომავალინესტისა და სიბნელის სურნელით;შევსწრებივართ თვალებდათხრილი ფრესკების ტირილს;გვამხილეს ძველმა ბარათებმა დავიწყებული სიყვარულისთვისდა აღარ ვსაუბრობთ ცხოვრების შესახებ;რომ თავიდანვე ჩვენი ნატვრის ახდენა იყო განწირული;რომ გავუჩნდით დედებს,რომლებიც ჩვენსავით გაუჩდნენ თავიანთ დედებს, ყველაზე დიდ ტყუილში;რომ მათი სულისმიერი ლოცვებიარასდროს მოსავდა, იდუმალების სამოსით,ღამეების საშიშ წყვდიადებს.
უცნობია ვარსკვლავთა ასაკიც,უცნობია როგორ ბერდებიან გრძნობები,როგორ თეთრდებიან ჩვენი და ვარსკვლავთა დედები,წელიწადის ჩემი დრო კი არის შემოდგომა _ვკვდები, ვკვდებიდა ვერა და ვერ ჩავძაღლდი.ეჰ, ჩემო სულო, რამდენ რამეს გვთხოვს ჩვენი ღმერთიდა მის მხილებებს როდემდე უნდა გავექცეთ?
გვესაჭიროებიან ამინდის წინასწარმეტყველები,რომელთაც სწამთ პოეზია პოეტთა გარეშეც,მათი ლექსების გარეშე,ფრაზების, სიტყვების, ბგერების გარეშე,რომ ცხოვრება იღლებაყოველდღიური მისალმებებით და დამშვიდობებით,რომ უარესდება ცხოვრება ქალაქში,სოფელში,დაბაშიც. . .რომ უარესდება ცხოვრება ქალაქში!გვესაჭიროებიან ამინდის წინასწარმეტყველები.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი