პოეზია · ლირიკა
აქამდე და ამის შემდგომ
I
მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.ყოველდღიურად ცრემლით ავსებს თვალის კასრებსდა ფულს აგროვებს,ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.ვდგავართ ცეცხლის ზღვასთან შვილები,იქ, სადაც მამები ჩაიკარგნენ,სადაც ვერ შეიგრძნეს ზღვის მხურვალებადა სადაც ცეცხლის ზღვის აგზნება მათთვისხილული არ აღმოჩნდა.
როდესაც შემოსეს სამყარო მწარე ღელვის ფოთლებით,დედა ეძებდა სავარცხელს –ზღვის დაუმორჩილებელი ტალღების დასავარცხნად,წინათ ხელითაც უმკლავდებოდა ამ საქმეს.
ნაპირთან უიმედობას ვსუნთქავდით.წყალში თევზების ფრენა და გნიასი –თითქოს, მაცხოვარმა გაიარა წყლის სხეულზე.და ჰაერი!ჰაერი სულისთვის არ კმარა.სხეულს კი ვარსკვლავთა მდელოზე წამოწოლასიკვდილად დაუჯდა.
II
იყო დრო,როდესაც შორს, დაღლილ,გადატვირთულ სივრცეებში,ძალით ტენიდნენ საკუთარ გრძნობებს ჩვენი მამებიდა სთესდნენ მიწის ხნულებშიშვილების სისხლის წვეთებს.მერე წლობით ელოდებოდნენ მოსავალს(მეწამულ მოსავალს).
ამ დროს კიჩვენ, შვილები,ჩვენს მფრინავ გველებს ვუერთებდითწითელი პლანეტების ცელქობას და ბავშვურ ანგლობას,ანდა ვიდექით ტროლეიბუსის გაჩერებაზედა ხელს ვუქნევდით ჩიტებს,რადგან ჩვენ ფრენა არ შეგვეძლო.
ვხედავდით ანგელოზთა სავალ გზასჩვენიდან ზეცამდე –ხან ყვავილებით მოფენილსდა ხანაც სისხლის წვეთებით მოკირწყლულს.ანგელოზები კი მხოლოდ ჟინჟღლის დროს ჩანდნენ.ჩანდა მათ ნაწვიმარ ფრთებზე აყვავებული სიზმრები,როგორც წითელი ასკილის ყვავილებიდა ცრემლები.III
ჯერ კიდევ სანამ უფსკრულები გვეზმანებიან,დავეძებთ მოძღვარს.მამები არ ჩანან.ამ სოფელში ვის შეუძლია, გვიწინამძღვროს?უფალო, ვინ გვყავს მოძღვარი დედამიწაზე –ხილული, მეტყველი.ვინც დრო გააჩერადა დრომ ვერ შეაჩერა.ვინც თვალების დახუჭვის შემდეგ გაცოცხლდადა სიკვდილს ჩახედა თვალებში.ვისაც ნანახი აქვს მწუხარების მარადიულიუარყოფის სურვილითუ როგორ ახრჩობს კოსმოსს.უფალო, სად არის მოძღვარი,ვინც ცხოვრების გამოცდებით დანისლულ გზებზეგვიწინამძღვრებდა?რომელიც ნახავდა ჩვენგან ასხლეტილი აზრების პროტესტიროგორ აბინძურებს ჰაერს და გარემოს.
შენ სადღა ხარ,რომელ დროში დაგვეკარგე –სად შეჩერდი, სად გეძებოთ?თუ შენც ცეცხლის ზღვამ ჩაგყლაპა,როგორც ჩვენი მამები?
IV
დღესუცნობი ბაღში ძეგლებს ბანსდა ძეგლები მწვანდებიან.იქვე, სკამზე, სემინარიელი ყმაწვილიშეყვარებულს უყვება პირველ ადამიანებზედა ევას დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე.შეყვარებულებს ზურგზე მზე აწვებათ,წინ, მიწაზე საკუთარ ჩრდილებს დაჰყურებენდა სურთ ამოალაგონ ძველმანები სკივრებიდან,წავიდნენ ქალდეას,იქ იქორწინონ დაშეიგრძნონ როგორ ბარდნის სიმშვიდეწუხანდელი ღამის სევდას.შეიგძნონ სიმშვიდედაბომბილ ქალდეას.
V
აქამდე ტანჯვით მოვედით,აღარაფერს მოველით –უკვე ყველაფერი ჩვენთვის დაკარგულია.და თუ ოდესმე შვილებიშევდექით ბერებად ჩუმ მონასტრებში,კოსმოსის გუმბათს შემოვაბამთ წვიმისფერ აფრას,შორს გასაფენად, სამყაროს, ყველაფრის გარეთ,რომ უსასრულობაში ვიყვიროთ;- ჰე, ჰე, ჰე, ჰეეეე. . .არის აქ ვინმე?!
რომ დავიკარგოთ უსაზღვრო ნათელშიდა ნათლის ნათლზე სამუდამოდ სოფლისთვისდავბრმავდეთ.ვეღარ ვიხილოთ უმამობა და უმოძღვრობა,ვეღარ ვნახოთ თუ როგორ აჭაღარავებს დარდიშეუწირველ ლოცვებს ხის გამხმარ ტოტებზე.
და აღარ მოგძებნით აღარც შენ, უფალო!არც ცეცხლის ზღვაში,არც დროში,არც მზეშიდა აღარც ადამიანებში(და მაინც, სად შეჩერდი და შენს ეკლიან გვირგვინსსისხლს სად აწოვებ?).
VI
მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.ფულს აგროვებს –ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.დედა დამისხამს გაბზარულ ჭიქაშიბინდისფერ ჩაისდა თავის ცრემლებს თან ჩააყოლებს.და ამ ჭიქიდან ამოიზრდება სევდის ტოტები.და ამ ტოტებზე აყვავდება სისხლისფრად ასკილი.მე დედა მყავს დახომ შეიძლება ის ყველას ყავდეს –სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?..