↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზად შინისაკენ

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-182 წთ საკითხავი3069 ნახვა

—
კარდიოლოგთან შესვლის წინ, საავადმყოფოში,ჩემს თავს ვუთხარი,მოდი, ვიმღეროთ რამე კარგი სიმღერა;როცა გაუვალი ტყე ვიყავიტკბილად გალობდნენ ჩემში ჩიტები,სანამ გამსხლავდნენ,გამკაფავდნენ,გამომხშირავდნენ.თმაში ვიწნავდი საკუთარი ტკივილის ყველა ბწკარედსდა წარმოვიდგენდი ადამიანებს თუ როგორ სძინავთ.ჟინჟღლავს სხეულს შიგნითყოველდღიური სატკივრები და სიმძიმეები,ზღვებივით აღვსილი ვართ სევდით,ხოლო სნეულებასა შინა განვლილ გზას ტკივილი ჰქვია.გზა კი იქამდე გრძელდება, სადამდეც გაჰყვები...და ყველაზე დიდი შანსი არის დახრჩობისსაკუთარი გრძნობების ზღვის გადაცურვისას.ადრე უფრო საინტერესოც ვიყავი,ახლა თბილისში ვცხოვრობდა ბავშვები აქ, ყვირილით უხმობენ დილას,აქვეა ომის მიერ გაშლილი კარვებიდა ჩვენთან ღატაკთა უბნები არ არსებობს,რადგან მთელი ქალაქი სიღატაკეა.აქ მზეც უნდა დაიტირო _დაფარული აქვს შავ ღრუბელსცის ცისფერი ღიმილიდა ყოველი ქალაქური განსაცდელისულს ხელში გაჭერინებს.ისე, ტკივილი უფრო ადინჯებს ადამიანებს,ბედნიერება ყოველთვის არ არის ფიქრში,არც ახლიდან დაბადებაშიდა არც ჩადენილი ცოდვის დავიწყებაში _ჩვენი ხვალინდელი ხომ ისედაც გადაყლაპაგუშინდელმა და დღევანდელმა.როცა თვითონ გზებმა გადაუხვიესთავიანთ სავალ გზებს,რით დამარწმუნა ხემ ლეღვისამსაკუთარი ცხოვრების სიმწუხარეში?თბილისში ვცხოვრობდა მშვიდობა ალბათ, შორია,გშურს ვიღაცის ლამაზი სიკვდილიდა გთხოვ,ლეღვის ხის ტოტებზე აღსრულებულთაცშენდობა მიეცი,შენდობა მიეცი...მე კი ჩემს მარტოობას ტკბილად უნდა ვუმღერო,კარდიოლოგთან შესვლის წინ, საავადმყოფოში.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი