↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გურჯისტანი

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-184 წთ საკითხავი3075 ნახვა

—
თამარ მოსიაშვილს
ეს არც პოემაა,მდინარესავით გრძელი და ამბების ჩამომტარი.არც აიაა,მინარეთის შერეფიდან წართქმით წასაკითხი,ანუ სიმაღლიდან გადმოსაძახი,ანუ ყველასთვის და საყოველთაო.არც შაირია,თორმეტ ან ცამეტ მარცვლიანი,ტკბილხმოვანი და გულის სალბუნი.ეს არც სიმღერაა,მითუმეტეს ხმამაღლა სამღერი,ანუ სუფრისთვის არაა და სადღეგრძელოდ ასატაცებელი.არც კვერექსებია ბრმად და ზეპირად სათქმელი,სალიტურგიო და მღვდლების საბუტბუტო.ეს ისტორიაა(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)სიშავეზე და კუნაპეტ ღამეზე,შავზე, რომელსაც შავი ავსებს,შავი რომელიც ყველგანაა.ეს მრავალმოქმედებიანი პიესაა,რომელიც, ჯერ კიდევ, მაშინ დაიწყო,სანამ თეატრი სცენაზე ავიდოდა.ეს მრავალსერიანი ფილმია,რომელსაც იმდენი განზომილება და წახნაგი აქვს,ყველაზე დიდი ეკრანიც ვერ დაიტევს.ეს იმ სიშავეზეა, რომელსაც შავი ახლავს დაშავზე, რომელიც უღრანია.იმ საგანზეა, რომელსაც უთვალავი სახე და პირი აქვს,ყველა საგნისაგან განსხვავებული,მაცდური, მრუდე და მატყუარა.ეს ის შავია, რომელსაც შავი უყვარს,შავსვე ეტრფის და შავისავე ერთგულია.რაც ის დაიწყო,მას შემდეგ უამრავჯერ გათენდა დაუამრავჯერ დაღამდა,ბევრჯერ იყივლეს დეზიანმა მამლებმადა ამდენჯერვე ამოიწვერა მზე თოვლიანი მწვერვალებიდან.მამლის ფეხებზე დგანან ისინიც დასაბამიდან -ლეგენდებით, მითებით და თავისავე შეთხზული ზღაპრებითამაყები და ამპარტავნები.ყველა ზღაპარში დევებსაც კი გული აქვთ,ამათ კი ცხოვრებაში გული არ იციან,გული არ გამოიყოლეს იმ გულამოსკვნილი წარსულიდან,რომელსაც ბორკილებივით დაატარებენ დაფრთებიაო, თავადაც ჯერათ და სხვებსაც არწმუნებენ,არადა, გუშინდელი დღე, ფრთებად ვის უნახავს?წარსული ტვირთია, სიმძიმეა, ბორკილია დამარად თავისკენ ექაჩება ყველას,ვისაც თავისუფლება მოწყურებია.სადაც გული იყო და გრძნობაყველგან ჩაკლეს,ყველგან უარყვეს.ყველგან ადათი დაიწესესგულის სამტროდ და მასთან საბრძოლველად.გული არის ამათი პირველი და მთავარი მტერი,გული რომ აღიარონ,ეშინიათ არ დაკარგონ პირველი საუკუნე -სამოციქულო, საანბანო და ბუნდოვანი.შუა საუკუნეები არ დაკარგონ –გაშლილ ალმებიანი,გაუვალი,ნიკოფსიანი და დარუბანდიანი.მეცხრამეტე არ დაკარგონ –მდინარეებდალეული,ეროვნული და რომანტიზებული.მეოცე არ წაართვან –სავსე სამფეროვანი,თუმცა, მაინც შავი დროშითდა სავსე შუა საუკუნეებით,რომელსაც არ დააკლეს სიცრუე, გაცემა და უტვინობა.გაჟღინთეს, სხვისი თუ საკუთარის,სიძულვილით და სისხლით.ზოგმა ღვთის მახვილი დაიკავა და ზოგმა ზეცის კალამი,ერთს კი, ეს პატარა არენაც არ ეყო თავისი სისხლიანი თამაშებისთვისდა სხვებსაც გადაწვდა გაქვავებული ხელით.ამათ ეს ხელგაქვავებული,გულგაქვავებული და ტვინგაქვავებული ეამაყებათ და ენატრებათ.საშუალება და ნება რომ მისცეყველა მასავით გაიმეორებდა ოცდაერთს, ოცდაოთხსა და ოცდაჩვიდმეტს.შეიძლება ბევრს ფანტაზია მეტზეც კი ეყოს,რადგან თუ რამე ჭამდა, ჭამს და ინელებს ამ პატარა კუნძულს,უგუნურობაა, უგუნურობა ზღვარგადასული.პატარა, არა მხოლოდ იმიტომ, რაც დარჩა,არამედ თვითონ პლანეტაა ძალზე პატარა,თუმცა, ამათმა ამ მცირესაც ვერ უპატრონეს,ვერ შეირგეს,ვერ მოუარეს.არსებულის და რეალურის გარდა,ყველაფერს ეპოტინებოდნენ და ყველაფერს გამოეკიდნენ.იქ არ შრომობენ და ოცნებობენ სადაც სახლი აქვთ,სადაც ცხოვრობენ,სადაც ძინავთ და მიირთმევენ პურს არსობისას.სადაც შვილებს ზრდიან,მშობლების საფლავები აქვთ დასადაც სუნთქავენ.და ამათია ეს შავი, მხოლოდ ამათ შეისისლხორცეს,ეს ის შავია, რომელიც დახრჩობისფერია,უფსკრულისფერია, ჩაყოლისფერია და საშიშიფერია.ეს ის შავია, ჭაობს რომ დაკრავს დანაგავს რომ ადევს, სულიერსაც და ფიზიკურსაც,ეს ის შავია, რომ ყარს,მაგრამ მაინც,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე დადარუბანდიდან ნიკოფსიამდე რომ ელანდება,ესიზმრება, ეოცნებება და არ ასვენებს.ეს ის შავია, სიშავე რომ უხარია,შავი რომელიც ქართულია და“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გააჩნია!..”
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი