↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3066 ნახვა

—
გრაფიკით ჩქეფენ შადრევნები ჩვენი ქალაქის,თქვენც ამ ქალაქში ცხოვრობთ და სუნთქავთ!თუმცა რა ვქნა, რომ მე ვერ ვხედავჩემი ფანჯრიდან,მაგ სანახებს,მაგ ნაკრძალებს და მაგ წალკოტებს.არც ეგ რითმები იქარგება ჩემი ფანჯრიდან.და წელთა უსასრულობამ და ადამიანთა უსუსურობამრაც კი დაკარგა,და რისი ყდაც არის ვარსკვლავებით მოჩითული ცა _მხოლოდ წყარო თუ დაამღერებს,ისიც ჩურჩულით და მორიდებით.თქვენ კი აქ ცხოვრობთ და არასდროს ტირით?მაშ, როგორ უწევთ სოლიდარობას სახლებს, როცა ზამთარშისაკვამურიდან ამოსდით ჭაღარა თმები?ვის ეხუტებით დილაობით მინერალური წყლის ბოთლის მაგივრად?ვის ეტრფიან ეგ თქვენი ბაღები?მაგ თქვენი ბაღების ხეთა ჩრდილები,რომლებიც ჩემი ფანჯრიდან არასდროს მოჩანან?!ღამეა, მოვკვდი გაცოცხლების დაიმედებით,ჩამომრეცხეს დღეები, თვეები და წლები.და აქ უფლება გვაქვს ჩასუნთქვის,და ჩამორთმეული გვაქვს უფლება ამოსუნთქვის _გრაფიკით ჩქეფენ შადრევნები ჩვენი ქალაქისდა წყაროვ, აწ შენ თქვი ჩემი სათქმელი.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი