↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შენ დამფრთხალი ნუკრი

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8599 ნახვა

—
შენ დამფრთხალი ნუკრი, მე დამდგარი ავაზა,შენ დამფრთხალი ნიავი, მე დამდგარი ქარი.საღამოზე მზე ჩავა, საღამოზე ჩავა მზე.მოვა ფიქრი მწარე, მოვა ფიქრი მწარე.შენ სიხარულს ეძლევი, როცა მე მეტირებადა შენ წუხილს ეძლევი, როცა მე მიხარია.მე ვერ შეგედარები, შენ არც გსურს შედარება,შენ ხომ მზეს ედარები უკვე დიდი ხანია.მოდი, ფიქრი მაშრე, მოდი, ფიქრი მაშორე,მერე თუნდაც დამტოვე, მერე თუნდაც დამტოვე,ფართო გზა თუ გზა შარა, ფართო გზა თუ გზა შარაგავიარო მარტომა, გავიარო მარტომა.ასეთია სურვილი, ასეთია წყურვილი,ასეთია სიცხეში ცხელი სულის ხურვება.
1952
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი