პოეზია · ლირიკა
* * * შენ ბავშვის ღიმილით დადიხარ ბავშვი
შენ ბავშვის ღიმილით დადიხარ ბავშვიდა სადაც გაივლი, კარგად გაივლი,მარჯვენა ხელში გიხდება ვაშლიდა თმებში ყვავილი.
შედგები ფერმკრთალი თვალებს აცეცებდა იშვიათად დაიწყებ სიცილს,როგორი კარგი ხარ, შენ თითქოს არც იცი,ეს ნიშნავს, ნამდვილად იცი.
მე დედამიწაზე დავდივარ მდუმარედ,ხან ხალისიანიც დავდივარ,მე თითქოს არ ვიცი - მიყვარხარ თუ არა,ეს ნიშნავს - მიყვარხარ ნამდვილად.