↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ყოველი ფიქრი

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8593 ნახვა

—
ყოველი ფიქრი უსათუოდ კალმის წვერია,ყოველი ლექსი უსათუოდ ცრემლის მელანი.ო! რა ხანია ლექსი აღარ დამიწერია,კვლავ მომენატრა ლექსის წერა მე.
ყოველი გრძნობა მოთარეშე წმინდა სხეულში,ო! უსათუოდ არწივი არი.ყოველი ლექსი ამ ქაღალდზე გადმოფრენილიჩიტია მცირე და ნაწვიმარი.ყოველი ფიქრით გენიოსი ვარ მე უთუოდ,ყოველი ლექსით საცოდავი ადამიანიდა ეს სირცხვილი აღარ ძალმიძს, ღმერთო, ვითმინო,მოდი, სიკვდილო, გრიგალივით გადამიარე.
და ვისაც უნდა, რომ შემიცნოს, როგორც გენია,ლექსებს ნურასდროს მიაჩერდება,(თუ მიაჩერდა, მოუვლინოს ღმერთმა შენდობა)თვალში ჩამხედოს, ღვთის სხივი რომ გადამფენია.
1952
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი