↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბამბის ძაფი

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-182 წთ საკითხავი3062 ნახვა

—
გიორგი ნადირაძეს
სატკივარი გავრცობისა და ყოვლისმომცველობის ოკეანეში ჩადგა _ისევ დავსივდი,წვიმებისაგან ვერ გაშრა მიწა,ვიღებ გულს ტირილით, ვაებითდა მაინც მთელი ღამეები არ მეძინება,საავადმყოფოებსაც ესიზმრებათ აუტანელი სიმშრალე ხველების.თითქოს ჰაერიც პროზით გაიჟღინთა,საგაზეთო, მყვირალა პროზით.ძალა არ მყოფნის შევისუნთქო რაც დარჩა სუფთა _ლიტერატურული სახინკლეებით სავსე ქალაქში,რომელიც მეგობრებისაგან დაიცალადა ახლა ფანჯრის მინაზე მხოლოდაღელვებული იანვრის ქარი თუ დაგიკაკუნებს.
სივრცეებისა და დროის უკუნიდანვიღაც აფორიაქებული კითხულობს:,,სად არის ძვირფასი მეგობრის სახლი?”_ მეგობარმა ამერიკა აღმოაჩინა!და მიდის ასე,გზას მისას დავარქვი გაქცევა,და მიზანს არდაბრუნება.მე კი ოცდაორი წელია უკვე დასაკუთარი თავიც ვერ მიპოვნია.იმ დღეს ვიჯექი,გავცქეროდი სკოლის ფანჯრიდან სველ სახურავებსდა ერთადერთი სურვილი ტივტივებდაგონებისა და გულის სიღრმეებში,სურვილი მარად კათაკმევლობის _ბავშვობაში კი მღვდლობაზე ვფიქრობდიდა რა ვიცოდი, რომ ეს თურმე ყაჩაღობასაც გულისხმობდა. . .
ვინ დაბრუნდა,და ვინ დაბრუნდება სამშობლოშიზედმეტი ტვირთის გარეშე?ადამიანები ქრებიან ისე, რომ ვერც იმახსოვრებდა ვერც შეიცნობ,ქრებიან როგორც ვარსკვლავები დილის ხაფანგში,სწორედ, ურეალიზაციო სიკეთე მოინელებს ამ ჩვენს პლანეტას.ამ ჯოჯოხეთშიც შეიძლება შეხვდე ადამიანს,რომელიც მოსიარულე ედემი იქნებადა როგორც შენაკადი ჭაობში ისე შემოიჭრება,გაჭრის ჩაფიქრების მინდორს მისი ფეხის ხმა.მერე თუ გინდა დაირქვი ერეკლე,ან ზაზა _საკუთარ თავს მაინც ვერ გაექცევი,ვერ გაექცევი რომ აქ მიწა უნდა თხაროდა ცქერას ცას თუ დაუწყებ, გადაქთელავენ,ცოდვის პარტიას შეასრულებენ გზებზე,რომელიც გათელა მტვერმადა რომელმაც მეგობარი დაგიფრთხო.ან დადგები ქუჩაშიდა იმითაც იქნები ბედნიერი, რომ შეგიძლია წახვიდე სახლში,სადაც არავინ არ გელოდება.
ხოლო ყვითელი ავტობუსების ქალაქსაღარაფერი შეაშფოთებს,მის მგრძნობელობაზე ვეღარაფერი იმოქმედებს,მას მხოლოდ მშვიდი ადამიანები უყვარსდა სიყვარულიც ხომ პირობითობით არის მოსილი.მე კი წერილების მაგივრად რატომღაც ყოველთვის ვიღებ დეპეშებსდა რისი შიშიც გავიშინაურე,ის დამელოდა ყველა ქუჩის კუთხეში,ესე იგი ცხოვრების დინების ყველა მოსახვევში _და რაღა დამრჩენია, ბამბის ძაფზე, ჩირივით უნდა ავაცვა ყველა მოგონებადა ჩამოვიკიდო ყელზე, ან ოთახის უბნელეს, მივარდნილ კუთხეში,იქ, სადაც არასოდეს მივუჩენდი ბინას ძვირფას მეგობარს.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი