↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

15 იანვარი

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3069 ნახვა

—
დაიწყო,რომელიც არც დამთავრებულა,რაც წელში გამტეხსდა სულში ნაცრად დამეფიფქება,დაიწყო დილიდანდა ყოველდღიურად გრძელდება ძილამდე.ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები,მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ,ვიჭრები კითხვებში,ვიჭრები წერაშიდა კიდევ ლექსებში,რომლებიც ზეპირად არ ვიცი.გზებზე მოაფრქვიეს მური და მარილი,რომ მშვიდად ვიაროთ,უსაფრთხოდ ვიაროთ _ჩვენ, პედაგოგებმა.გზებზე დაინაცრა და გზებზე დამიდნაყველა ბავშვური ნატვრა და ოცნება.დაიწყო,რომელიც არც დამთავრებულა,რომელიც დილიდან იწყებადა ყოველდღიურად გრძელდება ძილამდე,ძილში კი სიზმრებადმოდიან ბავშვები,მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი