პოეზია · ლირიკა
ამბავი ფრთებზე
მდუმარედ ვყლაპავმეხთატეხის შუალედურ შემოძახილებს,გრძნობის დარაბებს,გარდავუალ დღის გარდუვალობასდა Fფრთების დაბერებას.თითქოს გავუცხოვდითმე და პირვანდელი წყურვილის განცდა,რომელიც გაშრადა მშრალ ადგილებს ჩემს წარსულშიახლიდან ვერ ვხნავდა ვერც ვარწყულებ.ვეღარ გამაქვს ფიქრიფიქრის გარეთ _სიტყვებად, სტრიქონებად დაკიდევ სიმღერებად,რომელთა არსებობაც მითრთოლებდაშინაგან ფოთლებსდა თვალებს,რომლებსაც ვთესდიჩვენი სულებისუფსკრულებში და ჯურღმულებში.ხელოვნური ფრთები ჩამოარიგეს,არადა ხელს ვერსად გაშლი,გავსილია უცხო ხალხითქალაქის სივრცედა თევზივით დავცურავ მასში,ბრბოში,ბაზარში. . .თითქოს გავუცხოვდითმე და პირვანდელი წყურვილის განცდა,რომელიც გაშრა,რომელიც გაშრა.