პოეზია · ლირიკა
ორმაგი მოციქული
ციკლიდან `პოემატოგრაფი~ფილმი და თამაში `ჰიტმენი~
მისია Iანუ`მე, ჰიტმენი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი...~
ხელისგულში მოვაქციეცხადიცა და სიზმარიც,მეეჭვება, ჩემზე მეტისვინმემ შეძლოს ატანა...დრო მყავს, როგორც არბალეტითგასროლილი ისარი,სივრცე _ როგორც მოქნეულისამურაის კატანა!
თვით სატანაც თვალს არიდებსჩემს სისხლიან ნაბიჯებს,ერთადერთი სახელი მაქვს _კოდი 47...სიცოცხლეს კი ის არ გვართმევს,ვინც სიცოცხლეს გვანიჭებსმეც თანდათან მივეჩვიედა თანდათან დავმშვიდდი!
ჩემი გზების გასაყარზეერთხელ კიდევ მივედიდა მომიწევს ერთხელ კიდევჩუმად დავასამაროროიალის გამწყდარ სიმითმოხრჩობილი იმედიდა ოპტიკურ სამიზნეშიჩამწყვდეული სამყარო.
მე ვეღარ ვგრძნობ ცოდვებისგანგამოწვეულ სიმძიმეს,არ მივიკვლევ ამ ცხოვრებასტანჯვითა და წვალებით,მე ყოველთვის მშვიდადა ვარდა როდესაც ვიძინებ,არ მდევნიან მსხვერპლის ღიადდარჩენილი თვალები.
მხოლოდ ერთი გადამირჩა _ჩემი ბედის მისანი!ვინც მე იმას მაპოვნინებს,ჩემი სულიც მისია...სიკვდილია ჩემთვის დღემდეერთადერთი მიზანი,სიცოცხლე კი _ ერთი დიდიუხმაურო მისია!
სავე
მისია IIანუ`ლოცვად მუხლმოყრილი ჰიტმენს შევედრები...~
როგორც ვატყობ, პიროვნებისგაორება მეწყებავერ გავიგე, რომელი ვარ _კილერი თუ პოეტი,ჩემი სული ცოდვებისგანაღარ გაირეცხება,მაგრამ მაინც... წამოვედიდა ტაძრამდე მოვედი.
გირჩევნიათ მოკვდავებს,აღარ გამომეკიდოთ _მე არ ვერჩი არავის,სანამ არ შემაწუხებსგარდერობი, რომელშიცძველებურად ჰკიდიასისხლიანი წარსული დასისხლისფერი ჰალსტუხი!
მეც ვიყავი თქვენნაირიდა თქვენს ყოფას, ცივილურს,ვამოკლებდი ჩემი ნაღდიწესრიგით და ეთიკითდა გულიდან ამოხეთქილკივილებს და ტკივილებსვერ მიყუჩებს ვეღარც მუშტი,ვეღარც ანესთეტიკი.
ქვეყნად ყველა სისხლის წვეთიჩემი ნატერფალია,ხელთ მაქვს ყველა გასაღები,უფსკრულის კარს რაც აღებს...მე _ ბნელეთის მოციქული _უფალთან ვკრავ ალიანსსდა სკალპელით გადაჭრილისისხლძარღვივით ვცახცახებ!
ამ ქვეყნისგან გარიდებასხვას ყველაფერს მერჩივნა,დავიღალე, აღარ მინდა,რომ ცოდვებმა მარჩინოს...მე ვხოცავდი, რათა ჩემი ხორცი გადამერჩინადა ვლოცულობ, რათა ჩემი სული გადავარჩინო!