↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეფე-მორიელის წყევლა

ლეკიაშვილი ლექსო

2026-07-182 წთ საკითხავი1212 ნახვა

—
ციკლიდან: "პოემატოგრაფი"ფილმი: მუმია-2 - "მუმია ბრუნდება"
ისევ ვგრძნობ გემოსცხელი სისხლით გაჟღენთილი უდაბნოს ქვიშის...იმ მორიელის ნარჩენებიც ისევ ისე მიყრია პირში,მე რომ შევჭამე,როცა შიმშილით სიკვდილი მელოდა,ანუბისს რომ მივყიდე სულიდა იმ დღიდან ვეღარ ვგრძნობ მთავარს(პრინციპში, აღარც მინდა, ვიგრძნო!) - დამავიწყდა,რა არის შიში...და ასე, ვზივარ ჩემთვის საკუთარი წარსულის ჩრდილში.მე ვფიქრობ (ფიქრის დრო საკმაოდ მაქვს, დამერწმუნეთ)დროზე, ვფიქრობ ჩემი შავ-ბნელი ფიქრით,ვფიქრობ, რომ ამ და იმ ქვეყნად ყველაფერსაქვს თავისი ფასი და ნიხრი...ქედს ვიხრიიმ უზარმაზარი, ჩემზე და პირამიდებზეუფრო დიდი და ძველი ძალის - მარტოობის წინაშე,რომელმაც მომცა ყველაფერი, რაც ვერ მომცა მეფობამ,მომცა ცოდნა,მომცა ნახევარი მორიელის სხეული და...თანაც ფეხები ცხელ ქვიშაში აღარ მეფლობა!მე მარტოობამ მომცა ანგარიშის უნარი,მასწავლა წერა-კითხვა,მაჩვენა წარსული და მომავალი,მომცა სათქმელი,რომლის დიდი ნაწილი ჩემს გარეშეც, თავისთვისითქვა!მე ვიცი, რომ საუკუნეების შემდეგ,ხალხი, რომელიც ჩვენმა ფარაონმა გააძევა ქვეყნიდან,ჯვარს აცვამს ღმერთს, რომელიც ასევე მარტოა,თუმცა სამია.(ხომ ვეუბნებოდი რამზესს, რომ ჰოლოკოსტი იყოსაჭიროდა არა გაძევება)მე ვიცი, რომ ამ ჰოლოკოსტს დაიწყებსკაცი,რომელსაც ექნება ულვაშები და რომელიც ასევე მარტო იქნება,და მას შეაჩერებს კაცი, რომელსაც ასევე ულვაშებიექნებადა ასევე მარტო იქნება.როგორც ხედავთ, მარტოობაში ადვილია ჭეშმარიტების მიგნება.მე ვიცი, რომ ერთი კაცი, რომელიც მარტო იქნება,11 სექტემბერს დაანგრევს ორ პირამიდას, ოღონდ უფრომაღლებს,მე ვიცი, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ბოლოს მაინციხილავთ "ახლებს",და თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხარ, ხელს ვერვინ გახლებს.მე ვიცი, ვინ იქნება ამერიკის ახალი დასაქართველოს ძველი პრეზიდენტი.მე ყველაფერი ვიცი.მე ვიცი, რა მოგელით თქვენ, თითოეულ თქვენგანს,მე ვიცი, როგორი იქნება (ან საერთოდ, იქნებათუ არა)ბირთვული ომი,ან როდემდე იარსებებს უძველესი რომი თავისიიმპერიით.მე ვიცი, როდის მოკვდება თითოეული თქვენგანი.და მე, მეფე-მორიელი, ვამბობ:ვინც დაარღვიოს ჩემი მარტოობა,ვინც გამაღვიძოს და ჩემში მორიელი გააღვიძოს,ვინც გახსნას ჩემი ჩრდილის სავანე,მას მიეცეს იმ ყველაფრის ცოდნა, რაც მე ვიცი.ვამტკიცებ ფიცით!

ლეკიაშვილი ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი