პოეზია · ლირიკა
ბანალური ლექსი ანუ ლექსი, რომელსაც ყველა დაწერდა
ჩემი ხარ, მაგრამ ვეღარ გავარკვიე,ამორძალი ხარ თუ ჰურია?ემაგ ძუძუსთავებს, ვნებით დაცქვეტილებს,ჩემი მოფერება სწყურიათ!
ხშირად მინდა ხოლმე, შენი თეძოებიმტევნები რომ იყოს ვაზისა,და მერე ლოგინში, როგორც საწნახელში,მართლა მტევნებივით დავსრისავ!
და წვენსაც გაგადენ, ქვევრებში ჩაგასხამდა მერე შენთან ერთად დავთვრები,მერე დაგაძველებ და მერე შენთან ერთადუფრო ამერევა დავთრები.
ვიცი, რომ ძალიან, ძალიან გსიამოვნებს,ცოტა უხეშად რომ გეხები,აწითლებულან და ვნებით კანკალებენჩემს მხრებზე ჯვარცმული ეგ შენი ფეხები.
ხვალ ალბათ ისევ ცოლიც მეჩხუბებაატეხილს...გატეხილსიტყვიანს...ჩუმად, საყვარელო! ხალხმა არ გაიგოს!ლექსი მიუძღვნაო _ იტყვიან!