პოეზია · ლირიკა
წერილი მეხუთე
დღეს შენს თვალებში წავიკითხე მთელი სიმართლე ჩემზე...შენ მკითხე: რას გააკეთებდი ნატვრისთვალი რომ გქონდესო..მე გიპასუხე: ხელს მოგკიდებდი და შორს წაგიყვანდი აქედანო.ვიგრძენი როგორ აკიაფდა შენს თვალებში გაოცების და სიხარულის ვარსკვლავი..მერე ვინანე...არ უნდა მომეცა იმედი შენთვის.მაპატიე.შენ კი დამშვიდობებისას თვალებში ჩამხედე და მშვიდად მითხარი:მე შენ ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარო...ამითი ყველაფერი თქვი, მე კი პასუხს თავი ავარიდე და უხერხული ღიმილით ლოყაზე გაკოცე.და კიდევ მეტყვი რომ საოცრად კარგი ვარ?