↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "არ მინდა, ძალიან შეგეჩვიო"

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7033 ნახვა

—
არ მინდა, ძალიან შეგეჩვიო.არ მინდა, ორად გაგხლიჩო.არ მინდა, შენს თვალებში სევდა დავინახო....მე ხომ შენ უზომოდ და სულის ტკივილამდე მენატრები.ის ღამე ჩვენი იყო, ასე მეგონა...უვარსკვლავებო და წყნარი ღამე,ტალღების ხმაური ახშობდა ჩვენი გულების ფეთქვას,ჩვენს შორის იყო უსიტყვო სიტყვა,არაფერი თქმულა, და ყველაფერი ითქვა.გაგიკვირდა?ჰო!მე იმ მრუმე ღამეში ვხედავდი შენს თვალებს - სითბოთი და სიყვარულით სავსეს.შენი ცხელი ხელისგულებიდან გადმოდიოდა სითბო ჩემში და გულამდე აღწევდა.მინდოდა მეთქვა და ვდუმდი...ვდუმდი და ვფიქრობდი, რომ ჩემს დუმილს გაიგებდი.ჰო!არ მინდა ძალიან შეგეჩვიოიმიტომ, რომ მეშინია შენი დაკარგვის...მე შენ მჭირდები!

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი