↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი ელლის

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6662 ნახვა

—
სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი ელლიშენს სულს გადავცე!.. მაგონდება სოფელი შორი;ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი.იყავინაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.
მე შემიყვარდი… და მიყვარხარ… და მარად გელი,მე მინდა შენი სიახლოვე შენი ამბორი,შენთვის ვოცნებობ მე, სონეტით მადიდებელი,და შენით, ელლი, ანთებული, მზის თანასწორი.
ყვავილებია ჩემს გარშემო!.. მაისი მინდა…ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!გაზაფხულის დღე, შემხვედრის დღე ხომ დაგვიბრუნდა?..
იცხოვრეთ ყველამ სიხალისით და სიყვარულით!..და ამ ბუნების მე მანმადე ვარ გადამკიდე,სანამ იმედი დამპიდრება, რომ გნახავ კიდევ.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი