პოეზია · ლირიკა
სტიროდნენ
სტიროდნენ ერთად ჭიანურებიდა სალამური ტკბილი ხმიანი;სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.
ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალებიუვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”
ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,პასუხი ალის ისმოდა ნელი.“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”“შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით”“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”
და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.