↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტიციან ტაბიძეს

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6679 ნახვა

—
გადაგვაშენებს ჩვენ ბოდვები მომდგარი ჯარით,მეც შენგან ველი ზიარებას, ვიხდი შვიდეულს.საკმევლის სუნი გვაბარბაცებს შენ და თვითეულს,კათაკმევლებათ მლოცველებში, რომ შევეჩარით.
შეგისკვნა გული კოლომბინამ ცისფერი ჩვარით,მოგეფერება ბალაგანში ღამე გათეულს,მეც შემომხედე შენი ყვითელ ლექსებით სნეულს,მეფევ და ბავშვო, დაღალუულო ქალდეას ჯვარით.
დახურეს გზები, მოვეფანტეთ ყავრიან ქოხებს,კომანდორივით უკან მოგდევს წმინდა გიორგიშვაღამის კვამლში შენ აგამღვრევს და აგამბოხებს
დარბელით, ჭლექით დღე ნაკლული შენი ლაფორგი.მოგაგონდება მამაშენი, ღვინო და გედი,სოველი ჭინკა, ვარსკვლავები და საფრანგეთი.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი