↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უვერტიურა

იაშვილი პაოლო

2016-09-121 წთ საკითხავი6660 ნახვა

—
ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,მივეცი კოცნა მებაღეს და... გაიღო კარი,მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!...გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულიადა ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურსჩემი ცხოვრება ისეთია, როგორც ოცნება,ჩემი წუხილი, სიხარულიც ტრფობის ბრალია,ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე, ხან საოცრება,დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომღერალია.
1916
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი