პოეზია · ლირიკა
ვგონებ
ვგონებ მიხმობდი... ჰა, მეც გეახელ,როგორ მღელვარე, მაგრამ მორჩილი.რა ძნელი გზებით მოველ შენამდე,შენ მოგისწრია მგონი ქორწილი.რა ქორწილია, როს მეფე არ ჩანს,არც დედოფალი ფატაწაკრული,გახუნდა ჩემი განცდათა ფარჩაც _მარტის თოვლივით ფერდაკარგული.დავიგვიანე... (თუ გვიან მიხმე?)ოი, ტკივილი გულს როგორ ბზარავს,რატომ მჯეროდა ბავშვურად ისევ,რომ მქონდა შენთან შეხვედრის ძალა...აფორიაქდა სულიც და სივრცეც...გიხმობ, განვიცდი _ ვხვდები ამაოდ!ნუ გახვალ სხვათა ტაშსა და „ბისზე“,არ გაგიხადონ სამასხარაოდ...ეს მე მიყვარხარ მთელი სიწრფელით,განცდათა ჩემთა მთრთოლვარე ფესვო,შენ ხარ „გრაალი“,„ლურჯი ფრინველიც“,ჰა, სადაცაა მოსულო ლექსო!