პოეზია · ლირიკა
ელეგია
მოდის წვიმა,ძველებურად მოდის წვიმა...მოდიოდა, როგორც შარშანამ დროს,მაგრამ ახლაუცნაურად ცივი წვიმა,ჩემს სულსა დაჩემს მზერაშიც სახლობს.შარშანც წვიმდა,თუმცა წვიმა იყო თბილი,მოალერსე, კეთილიდა სათნო...მაგრამ ახლა შენჩემს გვერდით აღარა ხარდა ეს წვიმაბოლო სხივსაც აქრობს.მოდის წვიმა...მოდის ისევ ისე,ტირე-ტირე,თითქოს მღერის სოლოს...არაფერი არ შეცვლილაირგვლივ,ეს მე და შენშევიცვალეთ მხოლოდ.თავშიშველიდა მორჩილად მდგარი...სახეს ვუშვერმოალერსე წვეთებს,მოვარდებაშლეგიანი ქარი,შეციებულ პალმებსდააფეთებს.ჩემთვის ახლასულერთია წვიმა...ჩემთვის ახლასულერთია ქარი...წამწამებზე ცრემლის წვეთიბრწყინავს,რადგან ჩემსკენაღარ მოიჩქარი.