პოეზია · ლირიკა
მზევ შემოდგომის (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
შემოდგომის მზევ, ფერმილეულო,ღონემიხდილო შემოდგომის მზევ,შენი უძლური შუქით რომ ცდილობამ გათოშილი წამის გათბობას, -ეგ შენი სახე სათნო და მშვიდიგაშეშდა უცებ, გამოიფიტა.შენს უღიმღამო, გაცრეცილ შუქზეგაუფერულდა ჩემი ცხოვრებაც...მე ახლა უკვე არაფერს ვნატრობ,მწყურია მხოლოდ შენი დაღლილიალერსი, შენი ბრმა მოფერება,და მინდა შენი უკანასკნელიკოცნა მეღირსოს, ვიდრე წყვდიადისფარდა ორივეს დაგვეფარება...ო, სიყვარულოახლადგაჭრილოსაფლავო ტკბილო და სანეტაროვ,ვით დედამიწის წიაღი ბნელი...