პოეზია · ლირიკა
ნისლი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ძლივს, როგორც იქნა, შენ დამიბრუნდი,ჩემო მეგობარო, ნისლო!ჩემს კისერს შემოეჭდო შენი მსუბუქი თეთრი მკლავებიდა მე ვგრძნობ თავს ისე,თითქო სამშობლოში ვიყო -მოშორებული დამღუპველ მზეს,მოშორებული გაშიშვლებულ სინათლეს,რომელიც ასე არ მიყვარს...ო, როგორ ჰშველის ჩემს დაიარებულ თვალებსშენი ნაზი, გაურკვეველი ციმციმი,რარიგ ანიჭებს იგი დღეთა მსვლელობასგარკვეულ რიტმს,ოდეს მორცხვად გვიწინასწარმეტყველებსდინჯი და დარბაისელიზამთრის მოახლოებას.რა რიგ ძალგიძს შენშთაუნერგო მთელს ცხოვრებას კაცისასმსუბუქი მოლოდინი,დაქანცულობის სიტკბო და მორჩილება იმ ძვირფასი წამის,რომელიც ძილს მოასწავებს.