პოეზია · ლირიკა
* * * შენ ღია ცის ქვეშ მზეში დადგმული ქანდაკება ხარ (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
შენ ღია ცის ქვეშ მზეში დადგმული ქანდაკება ხარ -მუნჯი და ცივი.მაგრამ იმავ დროს თბილი ხარ, როგორცთვით სხივი მზისა.უღრანი ტყე ხარ, და შენ ღამე ხარ, ზღვა ხარ, რომელიცღელავს და მარწევს,რომლის მოქცევა და უკუქცევა ხან აქრობს, ხან კიისევ აღვივებსჩემს გახელებას, ჩემს გიჟურ ლტოლვასშენსკენ, ძვირფასო!..