პოეზია · ლირიკა
* * * იქ, იმერეთში
იქ, იმერეთში ტყემლები ბოლავს,აქ კი წრიალებს ჩემი ოთახი.მე შევიშლები ამ მარტის ბოლოს,მე შევიშლები… ოღონდ ცოტახნით.
მოზიდეთ მთების ეს თოვლ-ყინული,ეს გაუშლელი ფოთლის სინედლე,თქეში და თქეში კოკისპირული,სულის ვარვარი რომ გამინელდეს.
სულ ერთი ბეწო, ერთი ნამცეციყელზე დამადგა სიტყვა ფხიანი _მე სასულეში გადამცდა ლექსიმიშველეთ, სული მხდება ხრიალით.
ღმერთო, ერთხელაც მომეც იღბალი,გადავიტანო წუთი უკვდავი,იქნებ როგორმე ამოვიბღავლოლექსი _ ეს ჩემი სულთამხუთავი.