↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დაბის პატარა სატუსაღოსთან

ნიშნიანიძე შოთა

2017-06-121 წთ საკითხავი24947 ნახვა

—
დაბის პატარა სატუსაღოსთანმოსჩანსს სამჭედლო და ძველი ხიდი,გლეხი სახედრით ამ ხიდს გამოსცდა,გზისპირას დაჯდა და ყურძენს ყიდის.
აგერ სარკმლიდან ხელს ჰყოფს ტუსაღიდა მუდარაში საყვედურს აქსოვს.ფულს აფრიალებს და გლეხს უძახის:“ერთი მტევანი მომყიდე კაცო“.
ხელი ციხიდან გადმოშვერილიკლდეზე შეყინულ ნაკადულს მოჰგავს,მერე გინება ისმის უშვერი,თითქოს ნახირი გადადის ბოგას.
რაზედაც ტუსაღს უთხრეს უარი,ვიღაცა გამვლელს მიაქვს ნისიად,ხოლო ის გლეხი ტყუის თუ არა,დღემდე პასუხი ვერ გამიცია.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი