პოეზია · ლირიკა
ოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ არ მიხარია - შანდორ პეტეფი
პოეზია - ახლა უფრო როკია,მე თუ მკითხავთ,იხდენს კიდეც გაროკვას,ყველა სიტყვა სახრჩობელას თოკია,დაეკიდეთ და სიკვდილი გალოკეთ.
პოეზია - ახლა უფრო სექსია,მხიბლავს,რაც უფრო შორია სათავე,თუ ვარდება, აბა, ის რა ლექსია,ან - რომ იწყებ და ორ წამში ათავებ.
პოეზია - ახლა უფრო ქალია,მაღლა,მზისკენ გაქცეული კერტებით,მუღამი აქვს - თან მაგარი ძალიან -შიშველს რომ შეეხები და გედება.
პოეზია - ახლა უფრო ბრენდია,თან - ძველი და თან - მუდმივად ახალი,პოეტობაც სადღაც, ალბათ, ბედია,სისხლში არ გაქვს?თუნდ თავი ქვას ახალე.
პოეზია - ახლა უფრო დრამაა,როლი, ერთი მსახიობის თეატრი,მინორული მიხრილობის გამაა -მიყვები და ათას ტკივილს მიათრევ.
პოეზია - ახლა უფრო... არ გესმით!აფექტია, მარტოობა, კოშმარი,სულ ერთია - მიწამლებთ თუ დამგესლავთ,ოღონდ, ეს ყრუ ბარიერი მოშალეთ.
პოეზია - ახლა უფრო ჰარიაჰალერი ან ჟ(ი)ულიენი სორელი,გავაჩუქე ჩემი წილი ჰაერი,ჰოდა, ვკვდები ისე, როგორც მოველი.
პოეზია - ახლა უფრო... წაიღო...ღამდება და ღამით უფრო მოიტანს,გთხოვთ, რომ ისე არაფერი გაიგოთ,ასე ვარ და გიჟი ვარ და პოეტი.