პოეზია · ლირიკა
აღმოსავლეთით
ქეთუს
ახლა ჩვენს შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა,ფანჯრის მინებზე - ქარისა და წვიმის პა-დე-დე.ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან,რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებსდა კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს,ჩემს უშენობას მე დავარქვი - ყოფნა ხურუში,ახლა ღამეა - მობატონე დღეზე ხალიფა,ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუშიდა ახლა - ისევ მენატრება, მოგყვე, გეძიო,მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში - მე შენი...შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ,შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი,რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა,შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური,მაინც მოგძებნი, მანამდე კი - იყოს დასტურადეს ლექსი, როგორც თავგანწირვა - სულით, ნატურით.