პოეზია · ლირიკა
გადარჩენის ალეგორია
ქეთუს
გუგულის გალობა ამაოდ ისმის, ჩვენში პოეტები აღარ არიან~ - მაცუო ბასიო
ვიღაცა იტყვის,რომ თოვაა ალოგიკური,შენ,რა თქმა უნდა,ღიმილს მოგგვრის მსგავსი ლოგიკა,შენ დედამიწა ამრეზილი თვალით გიყურებს,როგორც შეშლილი პოეტის ცოლს,ბოლო მოჰიკანს.
შენ,რა თქმა უნდა,არ იქნები კანონმორჩილი,შენს ხასიათში შტრიხებია - ფერის ხულიგნურ,შენს სიყვარულში მე მოვკალი ყველა მოცილედა მათ მოწამის სახელები ჩამოვურიგე.
სადღაც - თერთმეტი ცის მიღმაა შენი სამყარო,უფრო მარტივად - დედამიწა არის ფოიე,შენს მაჯისცემას როცა ვუსმენ - დროა საპყარიდა თითებია - გადარჩენის ალეგორია.