პოეზია · ლირიკა
დახსნილი
გმადლობთ, ყურადღებისათვის... ბომ! ბომ!~ - არასერიოზული კაცი
ცაზე ახლა ღრუბელი გაცვეთილი ზამშია,დაუბერავს ქარი და ცხრა ადგილას გახევს,რაც დრო გადის,ცხოვრება,სიკვდილს უფრო მაშიებს,დღეს ვარ,ხვალ არ ვიქნები,ნახვა გინდათ? -მნახეთ!
საათებმა იმრუშეს -წარმოიქმნა ზიგოტა -გაანაყოფიერეს დღე და გაჩნდა ღამე,ძველებურად მაციებს,სითბო არ ჩანს იოტი,ერთი კაცი არ არის - ხმა გაიღოს,ჩქამი.
ამ ბოლო ხანს - დამჩემდა - საკუთარ თავს ვაშარჟებ,ვხედავ,შემომეჩვია სტრიქონებში დარდი...აქ ყოველთვის ასეა -ის,ვინც იაქს აშაშებს,გვაიძულებს იმასაც -მის ნაბიჭვრებს ვგავდეთ.
მაგრამ...კიდევ მაგრამ და...უფრო მაგრამ - ;ძაღლ იყოს” -მისი მკვდარი სულის და მყრალი ხორცის მსგავსი,მინდა ჩემი მაჯები ბეღურებმა წაიღონდა დაკიდონ,დახსნილი,მეთერთმეტე ცაზე.
საბოლოოდ - მშვიდობით,აბა,მე ვინ ვაგდივარ,ტაკამას მხრის ქარი ვარ,კაცურაგის მთები,გდია ძირს დედამიწა,ავდექი და გავდივარ,მოყვარე არ მყოლია,კარგად დარჩნენ - ...
შენ - უფალო -შემინდე -ახირებულ ხასიათს,რა ვქნა,ვერ მოვერიე,ვერ იქნა და ვერა,ისე - უხასიათოდ ყოფნას ჩალის ფასი აქვს,ცოტასაც თუ მომითმენ,აღარ დარჩა ბევრი.
გამეცინა,სიმწრისგან,ბომ! ბომ! - ადამიანებს,სწორედ მაშინ ვივიწყებთ კაცს,მართლა რომ უჭირს,ვიცი,ჩემს საშველადაც ყველა დააგვიანებს,ბოლო იმედს აღარ დაბოლო წუთებს ვბღუჯავ.
სულ მარტოა ეს ლექსიც,ვის რა გულზე მოხვდება,მივიხედ-მოვიხედე,არის ვინმე? -არა!სხვა რაღა დამრჩენია,ჩემს ჭკუაზე მოვკვდები,ვბოდავ:შენი,ჰო,შენი,სახელია - მარა.