↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დოდეს–კადენ

ჩერქეზიშვილი ნიკა

2026-07-181 წთ საკითხავი10564 ნახვა

—
ბექა აბუთიძეს
შენ თქვი,რომ მგავხარ,რომ ქუჩაზე,ჰო,სუიციდის,ჰო,სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდსშუაა შენი ქუჩა,შენ ჩემი ძმა ხარ,ცრიდეს -მინდა,რომ ცრიდეს წვიმა,ჩვენ გუშინ მოვკვდით...და ორ ხიდს შუა არის ქუჩა -შენიდა რელსებს,რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან,ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებსდა გულებს გვწყვეტენ სხვანაირად,და მტკივა მაგრად,რომ ორ ხიდს შუა,რომ ქუჩაა -შენია -მარტო,რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია,რომ დრო სისხლს გადენს,რომ თებერვალი დამთავრდება,დადგება მარტი,და დოდეს-კადენ,დაგან-დაგან,და დოდეს-კადენ,აქ ხმა არა აქვთ,როგორც ყველგან,ისეთი ბორბლებსრკინის და დგახარ,დღეებს გიჭამს ათასი მახრა,დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი,და აქ და ახლა,აქ და ახლა,და აქ და ახლა,მე მოვალ შენთან,მოგიყვები ორი ძმის იგავს,და ორ ხიდს შუა,შენს ქუჩაზე,ჰო,სუიციდის,ჰო,სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი,და ვდგავართ ორნი,და გვინდა,რომ ცრიდეს და ცრიდეს -
წვიმა...
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი